Parliament Elections of October 31, 2020 and Escalation of Political Situation in Georgia
არჩევნები დემოკრატიული წეს-წყობილების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. მოქალაქეთა მიერ თავისი საარჩევნო უფლებების რეალიზაცია სახელმწიფოს მართვაში მათი მონაწილეობის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმაა, რადგანაც წარმომადგენლობითი ორგანოები გვევლინება სწორედ ხალხის სახელმწიფოებრივი ნების გამომხატველად. 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელი იყო. საარჩევნო კამპანია ფართო მასშტაბით მიმდინარეობდა. ყველა პარტია თუ პარტიული ბლოკი ძალისხმევას არ აკლებდა, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა მოეპოვებინა და საარჩევნო მარათონზე წარმატებისათვის მიეღწია. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, რომელიც ცესკომ იმავე წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა, პარლამენტში ცხრა პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. ყველაზე მეტი, 90 მანდატი (60 პროპორციული წესით და 30 - მაჟორიტარული), პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. დანარჩენი მანდატები 8 პოლიტიკურ გაერთიანებას შორის განაწილდა. მათ შორის, ყველაზე მეტი, 36 მანდატი, პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ვითარება ძალიან დაიძაბა. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდნენ და მასთან ურთიერთობის გარკვევას მხოლოდ ქუჩის აქციებით ცდილობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა არჩევნები ლეგიტიმურად ცნო, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კონსესუსი ვერ შედგა. პოლიტიკურმა პროცესებმა ქვეყანაში უმართავი ხასიათი მიიღო, რაც ევროკავშირის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ევროკავშირმა მედიატორის როლი იკისრა და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით საქართველოს მათი წარმომადგენლობა ეწვია. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მიღწეულ იქნა ორივე დაპირისპირებული მხარისათვის კომპრომისული შეთანხმება და, შესაბამისად, გაფორმდა ოფიციალური დოკუმენტი.
Authors
- Nodar Darsania
Institutions
- Sokhumi State University (GE)
Publication Details
- Journal
- COLLECTION OF SCIENTIFIC WORKS OF SOKHUMI UNIVERSITY
- Published
- 2024-09-19
- DOI
- https://doi.org/10.52340/sou.2022.20.23
- Primary Topic
- Post-Soviet Geopolitical Dynamics
- Type
- article
- Field-Weighted Citation Impact
- 0.00