Hostilities in Abkhazia in March 1993
1993 წლის 14 მარტს სეპარატისტებმა გუმისთის ფრონტზე მასშტაბური შეტევა წამოიწყეს. მათ ამ ბრძოლაში დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად რუსული შენაერთები შეიარაღებით, ტყვია-წამლით, ასევე სამანევრო, საჰაერო და საარტილერიო საშუალებებით მხარს უჭერდნენ. სეპარატისტებმა ფრონტის ხაზის გარღვევა, ქართული მხარის პოზიციების სიღრმეში შეღწევა და სოხუმის გარეუბნებისკენ შეტევის განვითარება შეძლეს. თუმცა 16 მარტის 17 საათისთვის, ქართული შენაერთების თავგანწირული ბრძოლებისა და დროული კონტრშეტევის შედეგად ფრონტის ხაზი აღდგა. ხოლო 17 მარტის, დილით ქართული მხარე შეტევაზე გადავიდა და გუმისთის მარცხენა მხარე მთლიანად გაწმინდა. ომის დაწყებიდან სეპარატისტებს არც ერთ ბრძოლებში ასეთი დიდი დანაკარგი არ განუცდიათ. ისინი ფსიქოლოგიურად დემორალიზებულები იყვნენ. ქართული მხარისთვის გუმისთის ფრონტზე კონტრშეტევისთვის ხელსაყრელი ვითარება საკმაოდ მომწიფებული იყო, რასაც აფხაზეთის ომში შეიძლება გარდამტეხი როლი ეთამაშა და ქართული მხარისთვის გადამწყვეტი გამარჯვებაც კი მოეტანა. თუმცა ეს არ მოხდა. მარტის ბრძოლების შემდეგ გუმისთის ფრონტზე მცირე ხნით სიმშვიდემ დაისადგურა. თუმცა ეს სამშვიდობო პაუზა აფხაზურმა მხარემ, ქართული მხარისგან განსხვავებით პოზიციების გასამაგრებლად გამოიყენა.
Authors
- Otar Dolidze
Institutions
- Sokhumi State University (GE)
Publication Details
- Journal
- COLLECTION OF SCIENTIFIC WORKS OF SOKHUMI UNIVERSITY
- Published
- 2024-09-18
- DOI
- https://doi.org/10.52340/sou.2022.20.13
- Primary Topic
- Post-Soviet Geopolitical Dynamics
- Type
- article
- Field-Weighted Citation Impact
- 0.00